GEORGIA`S REFORMS ASSOCIATES

GEORGIA`S REFORMS ASSOCIATES

MULTI PROFILE THINK TANK IN GEORGIA

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლების ჩატარების გეგმა მაუწყებლის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლების ჩატარების გეგმა მაუწყებლის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
08 September, 2016

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ კერძო ტელეკომპანიასთან - “იმედთან” “GDS”-თან და “მაესტროსთან” ერთად არჩევნების დღეს  ეგზიტპოლს ჩაატარებს. გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს კიდევ ერთხელ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. მიუღებელია მათი განცხადება, რომ ეგზიტპოლების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ კვლევით ორგანიზაციას და არა უშუალოდ მაუწყებელს. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსა და მენეჯმენტის ცალკეულმა წევრებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წარმოდგენილი გეგმით ეგზიტპოლის ჩატარების რისკები. კერძოდ:



საზოგადოებრივი მაუწყებლისა და 3 კერძო მაუწყებლისთვის ეგზიტპოლის  ჩატარებას საერთაშორსიო კომპანია TNS უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს მომსახურება 200 ათასი ლარი დაუჯდება. აღნიშნული თანხა მაუწყებლის ბიუჯეტში საარჩევნო წლისთვის წინასწარ იყო გათვალისწინებული. ეგზიტპოლებისათვის საველე სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით კვლევითი ორგანიზაცია “გორბი” შეასრულებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “იმედთან”, “მაესტროსთან” და “GDS”-თან ერთად ეგზიტპოლების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ ერთსულოვნად ვერ მიიღო. საბჭოს ორმა წევრმა, სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ გადაწყვეტილებას მხარი პრინციპულად არ დაუჭირეს. მათი მოსაზრებით, ხსენებულ ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარება საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯისთვის რისკების შემცველია. კენჭისყრისას თავი შეიკავა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირინა ფუტკარაძემ. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ მარინა მუსხელიშვილმა, გიორგი კოხრეიძემ და ირაკლი პაპავამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"მედიის განვითარების ფონდი (MDF)"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS)