საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე
02 სექტემბერი, 2022

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს კონკურსს (უმცროსი) ანალიტიკოსის 2 ვაკანტურ პოზიციაზე. ანალიტიკოსები ჩაერთვებიან როგორც GRASS-ის „ფაქტ-მეტრის“ პროექტის, რომელიც Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია,  საქმიანობაში, ასევე ორგანიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სამუშაოში.

 

ანალიტიკოსის მოვალეობები

• სოციალური და ტრადიციული მედიის მონიტორინგი;

• „ფაქტ-მეტრისა“ და სხვა ანალიტიკური ტიპის სტატიების მომზადება;

• დეზინფორმაციის წინააღმდეგ GRASS-ის სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა (კონფერენციები, შეხვედრები, ტრენინგი,სხვ.);

• რეგულარული მოხსენებების, ანალიტიკური დოკუმენტების და კვლევების მომზადება GRASS-ის სხვა მკვლევრებთან ერთად;

• საჭიროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუების ჩატარება;

• საქართველოში მიმდინარე და საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების გაცნობა. 

 

ძირითადი მოთხოვნები

• ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკისა და სხვა სოციალური მეცნიერების ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. 

• ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნა. 

• ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი და ცოდნა.

• საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი და ცოდნა.

ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და ცოდნიდან გამომდინარე. 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected]. დოკუმენტების გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანალიტიკოსი“.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 სექტემბერი. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირები გაივლიან ერთთვიან გამოსაცდელ პერიოდს.